აღწერე ვიდეო და ჩააგდე ფოტოები. MotionPrompt თავად ააწყობს სცენარს, ანიმაციებს და გადასვლებს. შემდეგ ყველაფერს შეცვლი პროფესიონალურ რედაქტორში, ლეიერებით და keyframe-ებით.
MP4 ექსპორტი · 16:9, 9:16, 1:1, 4:5 · 20 შაბლონი · 8 სტილიპრომპტი იქცევა 6–12 სცენიან ისტორიად: პრობლემა → გადაწყვეტა → ფიჩერები → CTA → ლოგო. მუშაობს ლოკალურადაც და Gemini-ს უფასო key-ით.
ლეიერები, ჯგუფები, კლიპების გადაადგილება და დაჭრა, keyframe-ები 15 easing მრუდით, ისევე როგორც After Effects-ში.
ელემენტს სცენაზე გადაათრევ, გაადიდებ და მოაბრუნებ. ცენტრზე ავტომატურად მიემაგრება, მუშაობს undo/redo.
კინეტიკური ტექსტი, ნოტიფიკაციები, UI ბარათები, ტელეფონის მოკაპი, დიაგრამები, მთვლელები, ლოგოს გამოჩენა და სხვა.
Clean SaaS, Dark Tech, Bold Kinetic, Luxury, Playful, Neon, Minimal, Ocean. სტილს ერთი დაჭერით ცვლი და ყველა სცენა თავიდან ეწყობა.
კადრ-კადრ რენდერი WebCodecs-ით, რეალურ დროზე სწრაფად. ფონურ მუსიკას ავტომატური fade-out აქვს.
პროექტები და ფოტოები ინახება შენს ბრაუზერში. ჩვენთან არაფერი იგზავნება.
ქართული ფონტები, ქართული ინტერფეისი და ქართული პრომპტების გაგება.
მიიტანე მაუსი და ნახე ანიმაცია
დაწერე, რა უნდა თქვას ვიდეომ. ქართულად ან ინგლისურად.
ლოგო, სქრინშოტები, პროდუქტის ფოტოები.
ტექსტი, ფერები, დრო, ანიმაციები. ყველაფერი რედაქტირებადია.
MP4 ფაილი Reels-ისთვის, TikTok-ისთვის, YouTube-ისთვის ან საიტისთვის.
დიახ. სისტემა მთლიანად შენს ბრაუზერში მუშაობს, ამიტომ სერვერის ხარჯი არ არსებობს: არ არის გამოწერა, ლიმიტი ან წყლის ნიშანი.
არა. ჩაშენებული ლოკალური გენერატორი key-ს გარეშე მუშაობს. უფრო ჭკვიანი სცენარისთვის შეგიძლია ჩასვა Google Gemini-ს უფასო key, რომელიც მხოლოდ შენს ბრაუზერში ინახება.
შენი ბრაუზერის ლოკალურ მეხსიერებაში (IndexedDB). სხვა კომპიუტერზე გადასატანად პროექტი JSON ფაილად შეინახე.
Chrome ან Edge, რადგან მათში სწრაფი MP4 ექსპორტი მუშაობს. სხვა ბრაუზერებში ვიდეო WebM ფორმატში ჩაიწერება.