აღწერე ვიდეო — ან ჩასვი სრული სცენარი — და MotionPrompt თავად დაწერს სიუჟეტს, დადგამს სცენებს, კამერას, გადასვლებს და ხმას. ყოველი ვიდეო უნიკალურია. შემდეგ ყველაფერს შეცვლი პროფესიონალურ რედაქტორში.
MP4 ექსპორტი 4K-მდე · 16:9, 9:16, 1:1, 4:5 · ხმოვანი დიზაინი · ქართული და Englishმოკლე აღწერიდან წერს სიუჟეტს (hook → პრობლემა → გადაწყვეტა → მტკიცებულება → CTA → ლოგო), ხოლო სრულ სცენარს ზუსტად მიჰყვება: დროები, ტექსტები, ბარათები, ფერები.
უწყვეტი გადასვლები, კამერის მოძრაობა, სიღრმე და parallax, კურსორით მართული UI, morph-ები, dashboard-ები ცოცხალი გრაფიკებით.
ერთი და იგივე პრომპტიც კი ყოველ ჯერზე ახალ რეჟისურას იღებს: განლაგება, მოძრაობის ხასიათი, კამერა, ბარათები, გრაფიკები, ხმა.
მუსიკა და UI ხმები ბრაუზერში იქმნება და ზუსტად ანიმაციას ემთხვევა: whoosh, click, pop, impact, chime.
ლეიერები, ჯგუფები, კლიპების გადაადგილება და დაჭრა, keyframe-ები 15 easing მრუდით, ისევე როგორც After Effects-ში.
კადრ-კადრ რენდერი WebCodecs-ით, რეალურ დროზე სწრაფად, ხმით.
პროექტები და ფოტოები ინახება შენს ბრაუზერში. ჩვენთან არაფერი იგზავნება.
ინტერფეისი ორ ენაზე, ქართული ფონტები და ორივე ენაზე დაწერილი პრომპტების გაგება.
მიიტანე მაუსი და ნახე ანიმაცია
დაწერე, რა უნდა თქვას ვიდეომ. ქართულად ან ინგლისურად — ან ჩასვი სრული სცენარი.
ლოგო, სქრინშოტები, პროდუქტის ფოტოები.
ტექსტი, ფერები, დრო, ანიმაციები. ყველაფერი რედაქტირებადია.
MP4 ფაილი Reels-ისთვის, TikTok-ისთვის, YouTube-ისთვის ან საიტისთვის.
დიახ. სისტემა მთლიანად შენს ბრაუზერში მუშაობს, ამიტომ სერვერის ხარჯი არ არსებობს: არ არის გამოწერა, ლიმიტი ან წყლის ნიშანი.
არა. ჩაშენებული რეჟისორი key-ს გარეშე მუშაობს და სცენარს, სცენებს და ხმას თავად ქმნის. Google Gemini-ს უფასო key არჩევითია.
შენი ბრაუზერის ლოკალურ მეხსიერებაში (IndexedDB). სხვა კომპიუტერზე გადასატანად პროექტი JSON ფაილად შეინახე.
Chrome ან Edge, რადგან მათში სწრაფი MP4 ექსპორტი მუშაობს. სხვა ბრაუზერებში ვიდეო WebM ფორმატში ჩაიწერება.